:: სიღარიბის დაძლევისა და გადაუდებელ დახმარებათა ფონდი
საქართველოს უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორე საშობაო ეპისტოლეს ამონარიდი
“…ზოგჯერ, ესა თუ ის პიროვნება, ერთი შეხედვით, მართლაც კარგ საქმეს აღასრულებს: შემოსავლის ნაწილს გასცემს, გაჭირვებულებს ეხმარება, ტაძარსაც აშენებს… მაგრამ თუ ყოველივე ამას თავის გამოსაჩენად აკეთებს და სიკეთით ამპარტავნობს, რა თქმა უნდა, მიუღებელი იქნება უფლისათვის და არც ასეთი ადამიანის ლოცვა შეისმინება. ზემოთქმული ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ღმერთი ამქვეყნიური კეთილდღეობის სრული უარყოფისკენ მოგვიწოდებდეს ყველას. რა თქმა უნდა _ არა, რადგან უფალი ჩვენგან მხოლოდ იმას ითხოვს, რომ არ გავხდეთ ხორციელ მოთხოვნილებათა მონები და მხოლოდ მიწიერი კეთილდღეობა არ იქცეს ჩვენს მამოძრავებელ ძალად; მაგრამ თუ თანამდებობას, ძალაუფლებას, სიმდიდრეს და ჩვენს სხვა შესაძლებლობებს არა საკუთარი “მეს” წარმოსაჩენად, არამედ უფლის სადიდებლად (რადგან ყოველივე მისგან გვეძლევა) და მოყვასის მსახურებისათვის გამოვიყენებთ, ღვთისსათნოდ ვიცხოვრებთ…”
2009 წელი 31 დეკემბერი
მოგმართავთ თხოვნით ყველას ვისაც კი შეგწევთ ძალა სიკეთის კეთებისა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, კერძო პირებს, შემოგვიერთდით და თქვენი წვლილი შეიტანეთ ამ კეთილ საქმეში. გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ერთად დავეხმაროთ უკიდურესად მძიმე პირობებში მცხოვრებ ოჯახებს.
![]() |
![]() |
| მოქალაქენო | ||||||
|
გადავარჩინოთ 17 წლის თემური სირგინავა
|
||||||
| ცხელი ხაზი: 36 70 07 893 502 402 ზარი მოქმედებს ოცდაოთხი საათის განმავლობაში | ||||||
|
ს.ს. "საქართველოს ბანკი"
მიმღების დასახელება: ქველმოქმედთა სახლი "მომავლის გზა" |
||||||
| გადაუდებელი დახმარებებისთვის 149043301 |
13 ოჯახს სასწრაფოდ ესაჭიროება დახმარება
2009 წელს ფონდი - "მომავლის გზა"–ში დახმარების თხოვნით შემოსული განცხადბებიდან 13 უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახი გამოვლინდა, გადამოწმებით გაირკვა, რომ ცამეტივე ოჯახი სიღატაკის ზღვარზეა და სასწრაფოდ ესჭიროება დახმარება.
ფონდი მოგმართვათ თხოვნით, ნუ დატოვებთ ყურადღების გარეშე უკიდურესად მძიმე პირობებში მყოფ 13 ოჯახს, გამოიჩინეთ გულისხმიერება და გაუწოდეთ დახმარების ხელი!
აქვე წარმოგიდგენთ ვიდეო-რგოლებს, რომლებიც ამ ოჯახების უმძიმეს პირობებს ასახავს.
გთხოვთ, სურვილისამებრ აირჩიოთ ერთი ან რამოდენიმე ოჯახი და გაუწიოთ მატერიალური ან სხვა სახის ყოველთვიური ან ერთჯერადი დახმარება.
სიღარიბის დაძლევისა და გადაუდებელ დახმარებათა ფონდი - "მომავლის გზა" პროექტის გაცნობისთვის მადლობას გიხდით და მზადაა, თქვენთან ერთად დაეხმაროს ზემოაღნიშნულ უკიდურეს მძიმე მდგომარეობაში მყოფ ოჯახებს.
ქველმოქლმედთა სახლი "მომავლის გზა"
გაერთიანება: მამა გურამ გურამიშვილი, ნინელი ჭანკვეტაძე, გივი ბერიკაშვილი, ოთარ მეღვინეთუხუცესი, კახი კავსაძე, გურანდა გაბუნია, მურმან ჯინორია, გურამ საღარაძე, ლეილა აბაშიძე, მამუკა ლომაშვილი, ნესტორ ხერგიანი, ამირან შალიკაშვილი, მარინა ჯანაშია, ნუგზარ ყურაშვილი, ჯემალ ღაღანიძე, დავით ანდღულაძე, გია ჯაფარიძე, მერაბ გეგეჭკორი, ცუცა კაპანაძე, მზია კვირიკაშვილი, ხათუნა იოსელიანი, ირმა სოხაძე
![]() |
![]() |
განცხადება
ვარ 13 წლის ლოგინად ჩავარდნილი ინვალიდი ვცხოვრობთ კუკიაზე მიტოვებული ქარხნის ტერიტორიაზე მე ბებია და ჩემი ძმა. იგი არის 16 წლის, ბებია კი არის პირველი ჯგუფის ინვალიდი საერთოდ ვერ იხედება თვალებში. მე და ბებიას გვივლის ჩემი ძმა. მყავს მამა, ისიც ინვალიდია, მაგრამ მაინც ცდილობს რომ იშოვნოს პურის ფული და მთელ დღეს ქუჩაში ატარებს რომ მუშად წაიყვანოს ვინმემ. მე მჭირდება ოპერაცია და შევძლებ ფეხზე გავიარო, მაგრამ ჩემს ოჯახს ჩემი ოპერაციის ფული კი არა პურის ფული საშუალება არ გააჩნია, მე რომ ფეხზე ვიდგე და ინვალიდი არ ვიყო დავეხმარებოდი ჩემს ძმას და ერთად ვიბრძოლებდით ჩემი ოჯახის ფეხზე დასაყენებლად. მოგმართავთ თხოვნით დამეხმარეთ წამომაყენეთ ფეხზე, მე არ ვდარდობ მარტო ჩემ თავს მე ვდარდობ ჩემს ძმაზე რომლის მომავალი ჩემს გამო ბურუსით არის მოცული. მთელი ცხოვრება მე უნდა მომიაროს და თვითონ კი ცხოვრება უნდა გაიმწაროს. არ მინდა ესეთი სიცოცხლე ჩემს გამო რომ ჩემი ძმა იტანჯებოდეს, გთხოვთ მოგვხედოთ არავინ არ გვაქცევს ყურადღებას, ვის არ მივწერეთ ვის არ ვთხოვეთ დახმარება მაგრამ არავინ მოისურვა რომ მოეხედა ჩვენთვის.13 წლის ინგა გაბედავა
|
|
|
22.02.2010
მეტრევლი-ბადაშვილების ხუთ სულიანი ოჯახი 6 წელი ცხოვრობდა ამ კონტეინერში, გლდანი ნაძალადევის გამგეობის დახმარებით შევცვალეთ მათი ცხოვრება და ადგილმდებარეობა. ოჯახს გადაეცა დროებითი თავშესაფარი.მომდინარეობს თანხების მოძიება მათთვის საცხოვრებელი ფართის შესაძენად.
|
83 წლის, მარტოხელა ლოგინად ჩავარდნილი, I ჯგუფის უსინათლო. გარდაცვლილი ჰყავს ორი შვილი, არის უმძიმეს მდგომარეობაში და ესაჭიროება მკურნალობა. არ გააჩნია არანაირი შემოსავალი პენსიის გარდა, თანხის ნახევარს უხდის მომვლელს.
![]() |
|
გააკეთეთ კომენტარი
:: ნავიგაცია
დავეხმაროთ ერთმანეთს
ჩვენ ვეხმარებით
:: სიახლეები
www.momavlis-gza.ge![]() |
| ქველმოქმედთა სახლი მომავლის გზა მოგმართავთ თანამემამულეებს |
| ფონდის მიზანია გააერთიანოს ქართული ერი სიღატაკის დასაძლევად, რათა კონსოლიდირება მოვახდინოთ ჩვენი ძალებისა-რესურსებისა, რომ შევეწიოთ გაჭირვებაში მყოფ ოჯახებს, რაც გულისხმობს სამედიცინო სარეცელზე მიჯაჭვულს, გადაუდებელი სამედიცინო ოპერაციის, შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე, მზრუნველობა მოკლებულ ბავშთა, და უსახლკაროდ მყოფ ოჯახთა შესაწევად. იხილეთ დაწვრილებით |
CDS
:: სტუმართა წიგნი

:: ძებნა
:: ბანერები | www.hop.ge |
| www.gou.ge |
| www.hey.ge |
| www.axe.ge |
| www.4love.ge |
| www.iptv.ge |
| www.anonsi.ge |
| www.gogaggg.com |
| www.pop-bux.com |
| www.babaduli.de |
| www.liverpoolfc.ge |
| www.pop.pop-bux.com |
| www.Stars.hostel.ge |
| www.kvirispalitra.ge |
| www.boqlomi.blogspot.com |
| www.fog.ge |
| www.lord.ge |
| www.kavtisxeviru.ucoz.com |
